1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით.

2. საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს მდივანი.

3. სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად საბჭოს წევრის წარდგენის უფლება აქვს საბჭოს მდივანს, ხოლო საბჭოს აპარატის მოხელისა – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს