1. სპეციალური წოდება საბჭოს აპარატის მოხელეს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

3.  იმ მოხელის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს.

4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.

5. საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხის დასმის უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს