1.
უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების ჩამორთმევის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, უფლება გააჩნია სამსახურის უფროსს.
2.
სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
3.
იმ მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ჩამოერთვა სპეციალური წოდება, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამორთმევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს. ამასთან ვადის ათვლისას მოსამსახურეს სპეციალური წოდებით ნამსახურებ ვადაში ჩაეთვლება სპეციალური წოდების ჩამორთმევამდე ნამსახურები ვადა.
4.
სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესი