1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან დეპატრამენტში გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, ხოლო თუ მისი სპეციალური წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ ზღვრულ წოდებას მას ენიჭება მისი სპეციალური წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
2. სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა დეპარტამენტში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ენიჭება დეპარტამენტში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება დეპარტამენტში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
3. დეპარტამენტის მოქმედ მოსამსახურეთა წოდების მინიჭების ვადის ათვლა იწყება დეპარტამენტში დანიშვნის დღიდან, მაგრამ არა უადრეს 2008 წლის 1 იანვრისა