1. მოსამსახურე პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურის დაუყოვნებლივი გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების (პატაკი) რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.

3. თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდე