1. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის,  სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსის  წარუმატებლად გავლის გამო, თუ ეს წესი ან სამსახურის უფროსის სხვა სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს  მოსამსახურის  გათავისუფლებას/დათხოვნას ასეთ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას,  მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამას, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსს, უარყოფითი შედეგების დადგომიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანება კადრების განკარგულებაში. აღნიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვება სამსახურიდან, თუ ის უარს იტყვის პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე კადრების განკარგულებაში აყვანაზ