1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით თანამდებობიდან თავისუფლდება ან/და სამსახურიდან დაითხოვება მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე დანიშნული იყო გარკვეული ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.

3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული მოსამსახურე არ თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და არ დაითხოვება სამსახურიდან, თუ იგი სამსახურის ვადის გასვლამდე ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე ან სხვა თანამდებობაზ