1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) არ ცხადდებოდა სამსახურში და შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა.
2. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა და არ არსებობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობ