1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

2. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც, თუ გასულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დასკვნაში  მითითებული დღიდა