1. მოსამსახურე თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების ან/და სამსახურიდან უკანონო დათხოვნის, აგრეთვე, თანამდებობიდან უკანონოდ დაქვეითების შემთხვევაში, ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და ეძლევა იძულებით განაცდური.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე წოდების უკანონოდ ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას, ეძლევა იძულებით განაცდური და უბრუნდება ჩამორთმეული წოდება.
3. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
5. აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ გათავისუფლების/დათხოვნის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდ