1. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო  წელს. მომდევნო  წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად.

2. სამსახურის სისტემაში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 კალენდარული დღით, 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე პირთათვის – 40 კალენდარული დღით.

3. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და მოსამსახურის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახების შემთხვევაში, მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება მიეცემა იმავე წელს.

7. კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს შვებულება არ მიეცემა.

8. შვებულების გაფორმება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზ