1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.
2. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის დროს შეიძლება მოსამსახურე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან (გარდა ავადმყოფობისა, ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა