1. სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოს სამსახურის თანამშრომელს (გარდა ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა).
2. სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხით დგინდება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება.
3. სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სპეციალური წოდება ენიჭებათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
4. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს (გარდა ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და პროფესიული დამსახურების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილები