1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური)  თანამშრომლის თანამდებობაზე მიღების (მათ შორის, კონკურსის ჩატარების, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს) და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (მათ შორის, სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმებსა და საფუძვლებს).

2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის თანამშრომელი (გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე. სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმავე კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. სამსახურის თანამშრომლის მიერ, სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, წესრიგდება სამსახურის უფროსის სხვა, შესაბამისი ნორმატიული აქტებით (მათ შორის, სამსახურის დისციპლინური წარმოების წესით, სამსახურში სტაჟირების გავლის წესით, სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით და სხვა