1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს და ინფორმაციას:

ა) სამსახურის დასახელებას;

ბ) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქციებს;

ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ;

თ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის მისამართს;

ი) კონკურსის ეტაპებს;

კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  განსაზღვრულ ვადას;

ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.

2. სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაცია