1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) პირი ინიშნება კონკურსის წესით, გარდა ამ წესის 32-ე და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა.

2. პირი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) ინიშნება ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის 32-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი გამონაკლისების