1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო;
ნ) გარდაცვალების გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 22.03.2017 კანონი №481
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი 1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.