წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა 1. მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად. 3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. 4. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
…მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. 6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, მუხლი 37, №3921-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2905260/muxli-37/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია