მუხლი 42. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
თავი VIII — სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა
1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.
2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (15.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან. 2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, მუხლი 42, №3921-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2905260/muxli-42/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია