1. დამცავი ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და უზრუნველყოფდეს მეხანძრე-მაშველის უსაფრთხოებას ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მუშაობისას, სახანძრო-ტექნიკურ და რთულ პირობებში სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაზე, აგრეთვე, მათ დაცვას სხივური ენერგიისა და ალის სითბური ნაკადების, მაიონებელი დასხივების, ძლიერმოქმედი შხამიანი და ქიმიური ნივთიერებების, წყლისა და ქიმიური ნაერთების ხსნარების ზემოქმედებისაგან.
2. აკრძალულია დამცავი ტანსაცმლის გამოყენება:
ა) თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ ნიმუშს, გამოუსადეგარია დადგენილი წესით ექსპლუატაციისთვის და არ გააჩნია ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი;
ბ) იმ ნივთიერებების, შემადგენლობების, დასხივების ადგილებში, რომელთა ზემოქმედებისაგან დასაცავად არ არის განკუთვნილი ან/და ეს ზემოქმედება აღემატება მის დამცავ თვისებებსა და დამცავი თვისებების ხანგრძლივობას;
გ) ექსპლუატაციის ინსტრუქციისგან განსხვავებულად;
დ) სითბოდამცავი შრის გარეშ