1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილში განთავსებული ლითონის გისოსების საჭრელი მაკრატელი, ხერხი, ნაჯახი უნდა ინახებოდეს შალითებში. ნაჯახის და ბარჯის ლითონის ელემენტები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ტარზე. დამაგრების სიმყარე კონკრეტული ინსტრუმენტისათვის განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტებითა და ტექნიკური პირობებით. ტარი უნდა იყოს დამზადებული მყარი მერქნისაგან, არ უნდა ჰქონდეს ლპობის ნიშნები, ბზარები, კორძები და ამონატეხი. აკრძალულია ხის ზედაპირების შეღებვა.
2. სამაშველო თოკი უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ნორმებს, ჰქონდეს კოუშები, ინახებოდეს შალითებში, იყოს გორგლად დახვეული.
3. სამაშველო თოკს მარყუჟთან უნდა ჰქონდეს 2-5 სმ სიგანის თეთრი თასმა, ხოლო შალითს − საჭდე, რომლებზეც აღინიშნება საინვენტარო ნომერი და უკანასკნელი გამოცდის თარიღი. თოკის ბოლოების სამაგრების ლითონის რგოლებზე საინვენტარო ნომრის დადება ხორციელდება მხოლოდ გრავირებით.
4. სამაშველო თოკი არანაკლებ ათ დღეში ერთხელ უნდა შეამოწმოს გათვლის უფროსმა გარე დათვალიერებით და სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობის გამოცდების ჟურნალში შედეგების შეტანით, ხოლო ცვლის მეთაურმა თოკის სიმტკიცის პრაქტიკული შემოწმება უნდა განახორციელოს ყოველ სწავლებამდე და ხანძარზე გამოყენების შემდეგ. დასაშვებია ცალკეული ძაფების გაწყვეტა, მაგრამ არა უმეტეს 15 ძაფისა თოკის სიგრძის 200 მმ-ზე.
5. სამაშველო თოკის სიმტკიცის შემოწმების მიზნით გაშლილ და მთელ სიგრძეზე დამაგრებულ სამაშველო თოკზე 1-2 წამის განმავლობაში უნდა დაეკიდოს სამი მეხანძრე-მაშველი. თუ დატვირთვის მოხსნის შემდეგ სამაშველო თოკის დეფორმაცია შენარჩუნდება, იგი მიიჩნევა სამაშველო სამუშაოების (სწავლების) ჩატარებისათვის უვარგისად და იხსნება გათვლიდა