1. ელექტროდამცავ საშუალებებს მიეკუთვნება:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები;

ბ) რეზინის დიელექტრიკული ბოტები;

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხი, არანაკლებ 50X50 სმ ზომის, დაღარული ზედაპირით;

დ) ელექტროსადენის საჭრელი მაკრატელი იზოლაციის მქონე სახელურებით;

ე) სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილების (რომელთა ძირითადი დაცვის სისტემა დამცავი დამიწებაა) გადასატანი დამამიწებლები – არანაკლებ 12 მმ2 კვეთის ნებისმიერი სიგრძის მოქნილი სპილენძის სადენები.

2. ელექტროდამცავი საშუალების ვარგისიანობა განისაზღვრება გარე დათვალიერებით და გამოცდით. დანაყოფის მეხანძრე-მაშველის მიერ მასზე მიმაგრებული ელექტროდამცავი საშუალებების გარე დათვალიერება ტარდება ყოველდღიურად, მორიგეობის დაწყებამდე.

3. ელექტროდამცავი საშუალება ექვემდებარება გამოცდას შემდეგი პერიოდულობით:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები – 6 თვეში ერთხელ;

ბ) რეზინის დიელექტრიკული ბოტი – 3 წელიწადში ერთხელ;

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხი – 3 წელიწადში ერთხელ;

დ) ელექტროსადენის საჭრელი მაკრატელი იზოლაციის მქონე სახელურებით – წელიწადში ერთხელ;

ე) რეზინის დიელექტრიკული ნოხის წუნდება გარე დათვალიერებით – არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

4. ელექტროდამცავი საშუალების გამოუსადეგარობის განმსაზღვრელი გარე ნიშნებია:

ა) მაკრატლისათვის – სახელურებზე იზოლაციის დაზიანება და საბრჯენი რგოლების და სახელურების ბოლოებზე რეზინის ჩამოსაცმელების არარსებობა;

ბ) რეზინის ხელთათმანების, ბოტების და ნოხისათვის – ნახვრეტები და ნახევები;

გ) გადასატანი დამამიწებლისათვის – საკონტაქტო შეერთებების დაშლა, სპილენძის სადენების მექანიკური სიმტკიცის დარღვევა (10%-ზე მეტი სპილენძის სადენის გაწყვეტა).

5. ელექტროდამცავი საშუალება, რომელმაც დადგენილ ვადაში არ/ვერ გაიარა გამოცდა, გამოყენებისათვის უვარგისია.

6. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე ელექტროდამცავი საშუალებები ინახება შალითაში, სახანძრო-ტექნიკური მოწყობილობისა და სასანგრე ინსტრუმენტისაგან განცალკევები