1. სამაშველო სახელოსთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სწავლების სპეციალური კურსი ნაკეთობის მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამაშველო სახელოს მუშაუნარიანობის შემოწმებისას შემმოწმებლის დაზღვევა უნდა განხორციელდეს სამაშველო თოკით.

3. სამაშველო სახელოს ექსპლუატაციისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ან შემცირდეს (განსაკუთრებით სამაშველო თოკის ქვედა ნაწილში) სტატიკური ელექტროობის მუხტების დაგროვება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მეხანძრე-მაშველის და გადასარჩენი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

4. ევაკუაციის დროს ევაკუირებულს არ უნდა ჰქონდეს მჩხვლეტავი (მჭრელი) საგანი.

5. ადამიანზე ელექტროობის სტატიკური ძაბვის ზემოქმედების შემცირების/პრევენციის მიზნით საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) სამაშველო სახელოს დამუშავება ანტისტატიკური საშუალებებით;

ბ) სამაშველო სახელოს ქვედა ნაწილის პერიოდული დატენიანება (ჰაერის ტემპერატურის არანაკლებ 0°C პირობებში);

გ) ჩამომსვლელის დაზღვევისას სამაშველო თოკის დაჭერა ხელთათმანიანი ხელით.

6. სამაშველო სახელოების ექსპლუატაცია აკრძალულია:

ა) არადანიშნულებისამებრ;

ბ) მორიგი ტექნიკური შემოწმების გავლის გარეშე;

გ) გამჭოლი დაზიანების ან ისეთი გაცვეთილობის არსებოსას, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთება