1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება შესასრულებელი სამუშაოების, ჩატარების ადგილის, პერიოდულობის და შრომატევადობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება;
ბ) ტექნიკური მომსახურება ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე;
გ) ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან, სხვა საგანგებო სიტუაციიდან, სწავლებიდან ან/და სხვა ღონისძიებიდან დაბრუნებისთანავე;
დ) ტექნიკური მომსახურება მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ, სპიდომეტრის ჩვენების მიხედვით;
ე) სეზონური ტექნიკური მომსახურება.
2. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურება ტარდება მორიგე ცვლების შეცვლისას, მორიგეობაზე მოსული გათვლის მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) და შემადგენლობის მიერ, ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.
3. მორიგე ცვლების შეცვლის წინ გათვლაში და თადარიგში მყოფი ყველა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი უნდა იყოს სუფთა, მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში, გამართული საექსპლუატაციო მასალებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით, დაკომპლექტებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით და მოწყობილობებით.
4. მორიგე ცვლის შემადგენლობა ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სახანძრო ტექნიკური და სავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მომზადებას გათვლის შემადგენლობის მოვალეობების შესრულების მიზნით.
5. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მიმღები მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) შესაცვლელი მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) თანდასწრებით ამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას. ამასთან, ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით (მისი არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ დროს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საექსპლუატაციო დოკუმენტში მორიგე ცვლის შეცვლისას და გადაბარებისას ავტომობილის ძრავის მუშაობის სარეკომენდაციო ხანგრძლივობის დროის მაჩვენებელი, ამ პირობებში ძრავის მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ პარამეტრებს:
ა) 3 წუთს – კარბიურატორიანი ძრავის მქონე საერთო გამოყენების ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებისათვის;
ბ) 5 წუთს – დიზელისძრავიანი საერთო და მიზნობრივი გამოყენების ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებისათვის, ასევე, მრავალკონტურიანი სამუხრუჭე პნევმოსისტემის მქონე ავტომობილებისათვის;
გ) 7 წუთს – სპეციალური სახანძრო ავტომობილებისათვის;
დ) 10 წუთს – სახანძრო ავტოკიბეებისა და მუხლა ამწეებისათვის.
6. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გაუმართაობის აღმოჩენისას მიიღება შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. თუ გაუმართაობის აღმოფხვრა დაუყოვნებლივ შეუძლებელია, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობა უნდა შეიცვალოს, ხოლო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამოყვანილ იქნეს გათვლიდან და შეიცვალოს სათადარიგოთი. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის უფლებამოსილ პირს. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დანაყოფის უფროსი.
7. სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების არარსებობის ან მათი არამუშაუნარიან მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნულის შესახებ აცნობებს სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს, რომელიც იღებს ზომებს გასვლის რაიონში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
8. მორიგეობის ჩაბარებისას, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების უმნიშვნელო გაუმართაობა აღმოიფხვრება დანაყოფის შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მიერ, ხოლო ისეთი გაუმართაობების აღმოფხვრა, რომლებიც მორიგე ცვლების შემადგენლობის ძალებით შეუძლებელია, ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. მორიგე ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობასა და სისუფთავეზე პასუხისმგებელია ცვლის მეთაური.
10. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მოვლა-პატრონობა ხორციელდება ყოველდღიურად მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ დღის განწესით დადგენილ საათებში. სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობას, რომელიც გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოდ და ადამიანთა გადასარჩენად (კიბეები, მაშველი თოკები, ქამრები და კარაბინები), უშუალოდ ამოწმებს გათვლის უფროსი.
11. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილით გადასატანი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.
12. დაუშვებელია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის გადაკეთება და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ავტომობილზე განლაგების ადგილის შეცვლა, თუ არ არსებობს შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია.
13. შემცვლელი გათვლის შემადგენლობამ და მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) გათვლის უფროსს უნდა მოახსენონ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამართულობის შესახებ, ხოლო გათვლის უფროსი მოახსენებს ცვლის მეთაურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის ტექნიკური მზადყოფნის შესახებ.
14. ტექნიკური მომსახურება ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე ტარდება სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
15. ტექნიკური მომსახურება ხანძრიდან ან/და სხვა საგანგებო სიტუაციიდან, სწავლებიდან ან სხვა ღონისძიებიდან დაბრუნებისას ტარდება მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) და შემადგენლობის მიერ, ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით. ამასთან, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) ათვალიერებს ავტომობილის შასის მდგომარეოებას, ამოწმებს საწვავ-საპოხ მასალას, ხოლო შემადგენლობა ამოწმებს სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ავტომობილის ცეცხლმაქრი ნივთიერებებით უზრუნველყოფას და გაუმართავი აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეცვლას.
16. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ავტომობილის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ტექნიკური მომსახურება დადგენილი წესის შესაბამისად.
17. სეზონური ტექნიკური მომსახურება ტარდება ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წელიწადში ორჯერ და მოიცავს სამუშაოებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების წელიწადის ცივი და ცხელი პერიოდისათვის მოსამზადებლად.
18. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებლია:
ა) ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციაზე, სწავლებასა ან/და სხვა ღონისძიებაზე ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის მეხანძრე-მაშველი (მძღოლი);
ბ) ხანძრიდან, სხვა საგანგებო სიტუაციებიდან, სწავლებიდან ან სხვა ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას – ცვლის მეთაური.
19. ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი გარბენის შემდეგ ჩასატარებელი ტექნიკური მომსახურების და სეზონური ტექნიკური მომსახურების ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დანაყოფის უფროსის ცნობების საფუძველზე.
20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პირის მიერ ავტომობილის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შეუძლებლობისას, ეცნობება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ორგანიზებას უწევს ტექნიკური მომსახურების ჩატარება