1. სახანძრო ავტომობილები დანიშნულების მიხედვით იყოფა:
ა) ძირითადი სახანძრო ავტომობილი – განკუთვნილია დანაყოფის შემადგენლობის გამოძახების ადგილზე მისაყვანად, ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, აგრეთვე, მათზე განთავსებული ცეცხლმაქრი ნივთიერებების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების გამოყენებით წვის ზონაში წყალმომარაგების სხვა წყაროებიდან ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;
ბ) სპეციალური სახანძრო ავტომობილი – განკუთვნილია ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე სპეციალური სამუშაოების (კავშირგაბმულობის ორგანიზება, ინციდენტის ადგილის განათება, კონსტრუქციების გახსნა-დაშლა, სიმაღლეზე ასვლა-ჩამოსვლა, დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვ.) ჩასატარებლად;
გ) დამხმარე სახანძრო ავტომობილი – სატრანსპორტო საშუალება (მოძრავი ავტოგასამართი სადგური, მოძრავი ავტოშემკეთებელი სახელოსნო, ავტობუსი, მსუბუქი ან ოპერატიულ-სამსახურებრივი ავტომობილები, აგრეთვე, სხვა სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება), რომელიც უზრუნველყოფს დამხმარე სამუშაოების შესრულებას ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე.
2. ძირითადი სახანძრო ავტომობილები გამოყენების მიხედვით იყოფა საერთო გამოყენების (ხანძრების ჩასაქრობად ქალაქებსა და სხვა დასახლებებში) და მიზნობრივი გამოყენების (აეროდრომის, ჰაერქაფით ჩაქრობის, ფხვნილით ჩაქრობის, აირით ჩაქრობის, კომბინირებული ჩაქრობის, სწრაფი რეაგირების პირველადი დახმარების) ავტომობილებად.
3. სახანძრო ავტომობილები დასაშვები სრული მასის მიხედვით იყოფა:
ა) მსუბუქი, სრული მასით – 2000-დან 7500 კგ-მდე (L -კლასი);
ბ) საშუალო, სრული მასით – 7500-დან 14000 კგ-მდე (М -კლასი);
გ) მძიმე, სრული მასით – 14000 კგ-ზე მეტი (S -კლასი).
4. სახანძრო ავტომობილები გამავლობის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:
ა) I კატეგორია – სახანძრო ავტომობილი არასრული ამძრავით მყარი საფარის მქონე გზებისათვის;
ბ) II კატეგორია – სახანძრო ავტომობილი სრული ამძრავით (მომეტებული გამავლობის) ყველა ტიპის გზაზე გადასაადგილებლად;
გ) III კატეგორია – ყველგანმავალი (მაღალი გამავლობის) სახანძრო ავტომობილი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად.
5. საავარიო-სამაშველო ავტომობილები დასაშვები სრული მასის მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად:
ა) მსუბუქი, სრული მასით – 1100 - დან 3000 კგ-მდე (L -კლასი);
ბ) საშუალო, სრული მასით – 3100-დან 6000 კგ-მდე (М -კლასი);
გ) მძიმე, სრული მასით – 6100 -დან 9000 კგ-მდე (S -კლასი).
6. საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამავლობის მიხედვით იყოფა კატეგორიებად:
ა) I კატეგორია – საავარიო-სამაშველო ავტომობილი არასრული ამძრავით მყარი საფარის მქონე გზებისათვის;
ბ) II კატეგორია – საავარიო-სამაშველო ავტომობილი სრული ამძრავით (მომეტებული გამავლობის), ყველა ტიპის გზაზე გადასაადგილებლად;
გ) III კატეგორია – ყველგანმავალი (მაღალი გამავლობის) საავარიო-სამაშველო ავტომობილი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლა