1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები გამოიყენება შესაბამისად ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციოდ, საავარიო-სამაშველო/სამაშველო და დამხმარე სამუშაოების ჩასატარებლად.
2. ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას შემადგენლობის მოქმედებების ეფექტიანობის გაძლიერების, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების და მუდმივი მზადყოფნის გაუმჯობესებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებების განთავსება. გათვლაში და თადარიგში მყოფი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილები უნდა იყოს მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში.
3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მუშაუნარიანი და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობა მოიცავს:
ა) მათ საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალებით, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებებით უზრუნველყოფას;
ბ) მათი იმ სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამშველო აღჭურვილობით და მოწყობილობებით დაკომპლექტებას, რომელთა ზოგადი ჩამონათვალი „M“ კლასის სახანძრო ავტოცისტერნებისათვის მოცემულია დანართ 16 -ში;
გ) გარეგნული იერსახის, ფერის და წარწერების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
4. მუშაუნარიან და ტექნიკურად მზადყოფნის მდგომარეობაში ითვლება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო გაუმართავად – რომლის ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური და მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ თუნდაც ერთ-ერთ მოთხოვნას. ამ შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია აკრძალულია.
5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად.
6. დანაყოფში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციისას დაცული უნდა იქნეს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნებ