1. აირსაჭრელ აპარატთან სამუშაოდ დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
2. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე მეხანძრე-მაშველი მორიგეობის დაწყებამდე ვალდებულია:
ა) შეამოწმოს აპარატი, სპეციალური ტანსაცმელი და დამცავი სათვალეები;
ბ) გარე დათვალიერებით შეამოწმოს საჭრელი, შლანგები, რედუქტორი, ხელსაწყოები და ბალონები;
გ) შეამოწმოს წნევა აპარატის ბალონებში (აცეტილენის – არანაკლებ 1 მპა, ჟანგბადის – არანაკლებ 10 მპა).
3. ბალონის (სავსე და ცარიელის) გადატანა-გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვენტილების შტუცერებზე ხუფებისა და სახშობების არსებობისას. აკრძალულია ბალონის დამცავი ხუფის მოხსნა ჩაქუჩის ან სხვა ლითონის საგნის დარტყმით.
4. ბალონის ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ:
ა) არ აქვს დაღი;
ბ) ვენტილები გაუმართავია, ბუნიკები კი დაზიანებული (სუსტად წამოცმული);
გ) დაზიანებულია კორპუსი (კოროზია, შეჭეჭყილობა და სხვა დაზიანებები);
დ) შტუცერი ცხიმიანი, ზეთიანი ან დაბინძურებულია;
ე) ხელახლა შემოწმების და ფოროვანი მასის (აცეტილენის ბალონებისათვის) შემოწმების ვადები ამოწურულია.
5. თუ ვენტილის გაუმართაობის გამო ბალონის გამოყენება შეუძლებელია, მასზე კეთდება წარწერა ,,ფრთხილად! სავსეა“ და იგი უბრუნდება ქარხანა-დამამზადებელს.
6. ხანძარზე ან სწავლებაზე აირსაჭრელი აპარატების ყოველი გამოყენების შემდეგ მოწმდება მისი გამართულობა ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
7. შეერთებების ჰერმეტულობის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ საპნის ხსნარის გამოყენებით. ბალონების ხელახალი შემოწმება ტარდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
8. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე მეხანძრე-მაშველი ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის (უშუალო უფროსის) მიერ დავალებული სამუშაოები, ამასთან, იგი პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ ამ უბანზე აპარატით მუშაობა არ გამოიწვევს აფეთქებას, ხანძარს ან ავარიას, აგრეთვე, ტრავმას ან დასახიჩრება