1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე განთავსებული მექანიზებული ინსტრუმენტის ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება მორიგე ცვლის შეცვლისას, ყოველი გამოყენების ან შეკეთების შემდეგ, აგრეთვე, ტექნიკურ პასპორტში ან ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებულ ვადაში.

2. მექანიზებულ ინსტრუმენტთან მუშაობისას:

ა) მართვის სისტემებზე ზემოქმედების შეწყვეტისას მბრუნავ მჭრელ ნაწილებს უნდა ჰქონდეს ავტომატური გამორთვის ფუნქცია;

ბ) ინსტრუმენტს უნდა ქონდეს დამცავი გარსაცმი, რომელიც ფარავს აბრაზიული ქარგოლის მჭრელ ნაწილს არანაკლებ 1700-ით;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადამუშავებული აირების გამონაბოლქვის გადინება ოპერატორის სასუნთქი ორგანოების საწინააღმდეგო მიმართულებით და მისი სუნთქვის ზონის მავნე მინარევებით დაბინძურების პრევენცია.

3. მექანიზებულ ინსტრუმენტთან სამუშაოდ დაიშვება პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება.

4. მექანიზებული ინსტრუმენტით მუშაობისას საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ძრავის გაშვებამდე ჩარჩოს, მისადგმელის, სალტის, საჭრელი ქარგოლის და ხერხის ჯაჭვის დაჭიმულობის შემოწმება;

ბ) ძრავის გაშვებამდე ხერხის ჯაჭვი და საჭრელი ქარგოლი არ უნდა ეხებოდეს რაიმე საგანს. ამასთან, აკრძალულია სტარტერის გვარლის ხელზე დახვევა;

გ) უქმი სვლის დროს, ზებრუნვის პრევენციის მიზნით, გაშვებული უნდა იქნეს გაზის მართვის ბერკეტი;

დ) ინსტრუმენტის საწვავით დამატებითი გამართვა დასაშვებია მხოლოდ ძრავის გამორთვის შემდეგ;

ე) ჭრის დაწყება და დასრულება (ინსტრუმენტის მუშა ნაწილის გამოტანა განახერხიდან) უნდა მიმდინარეობდეს მდორედ, ბიძგების გარეშე;

ვ) ამუშავებული ინსტრუმენტის გადატანა დასაშვებია მხოლოდ ძრავის უქმი ბრუნვის დროს;

ზ) ძრავის გამორთვა ხერხის ჯაჭვის გაწყვეტის ან ამოვარდნის, მისადგმელის, სალტის, საჭრელი ქარგოლის, დამცავი გარსაცმის დამაგრების მოსუსტებისას და სამუშაოს შესრულების პროცესში აღმოჩენილი სხვა გაუმართაობების შემთხვევაში.

5. ბენზოძრავიანი ხერხით, სანგრევი ჩაქუჩით, კვამლსაწოვით მუშაობისას სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველებს ეკრძალებათ:

ა) გაუმართავი ინსტრუმენტით მუშაობა და ძრავის ამუშავება მისადგმელის გარეშე;

ბ) შეჭიდულობის ჩართვა უქმ რეჟიმში ძრავის მუშაობისას;

გ) სარეგულირებელი სამუშაოების წარმოება მისადგმელზე და გაუმართაობების აღმოფხვრა ძრავის მუშაობისას;

დ) ძრავის გაჩერება აალების სანთლის მაღალი ძაბვის სადენის ხუფის მოხსნით;

ე) სანგრევი ჩაქუჩით მუშაობა და აბრაზიული ქარგოლით საჭრელი სამუშაოების ჩატარება დამცავი სათვალეების ან სახანძრო ჩაჩქნის დამცავი მინის გარეშ