1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებზე განთავსებული ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოს ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება ყოველდღიურად, მორიგე ცვლების შეცვლისას, ყოველი გამოყენების, შეკეთების შემდეგ, აგრეთვე, ტექნიკურ პასპორტებსა ან ექსპლუატაციის ინსტრუქციებში მითითებულ ვადებში.
2. ელექტროდანადგარებზე მომუშავე გათვლის უფროსსა და მეხანძრე-მაშველებს გავლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება დადგენილი წესით.
3. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების კორპუსებზე ისრით უნდა იყოს აღნიშნული მუშა მექანიზმის ბრუნვის და ჰაერის ნაკადის მიმართულება. მუშა მექანიზმს უნდა ჰქონდეს დამცავი შემოღობვა. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების მართვის დანადგარი უნდა განთავსდეს უსაფრთხო ზონაში. გადასატან სახელურს უნდა ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობის უნარის მქონე მასალისაგან დამზადებული შალითა.
4. ელექტროინსტრუმენტებითა და ხელსაწყოებით მუშაობისას საჭიროა:
ა) დიდი დიამეტრის რეზინის საფარის მქონე ან რეზინის ხელთათმანების (ხელჯაგების) გამოყენება;
ბ) დამცავი სათვალის გამოყენება;
გ) პროჟექტორების მყარ და მდგრად საფუძველზე დამაგრება ისე, რომ გამოირიცხოს მათზე წყლის (ქაფის) მოხვედრის საშიშროება;
დ) ელექტროინსტრუმენტის გამორთვა დენის მიწოდების შეწყვეტისა და სხვა სამუშაო ადგილზე გადატანის შემთხვევაში;
ე) დენმიმღებების გამორთვა ელექტროინსტრუმენტის ან ხელსაწყოს კორპუსზე ძაბვის გადასვლისას, აგრეთვე, სხვა გაუმართაობის აღმოჩენისას.
5. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენება აკრძალულია, თუ:
ა) დარღვეულია სადენების, ინსტრუმენტების და ხელსაწყოების ელექტროიზოლაციის მთლიანობა;
ბ) ინსტრუმენტების, ხელსაწყოების მოძრავი (მბრუნავი) ნაწილები (კვანძები) სუსტად არის დამაგრებული;
გ) ინსტრუმენტები ან/და ხელსაწყოები ძლიერ დეფორმირებულია.
6. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენებისას, ასევე, დაცული უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებ