1. გასაშლელი სახანძრო კიბის დაყენებისას საჭიროა:

ა) გასაშლელი კიბე დაიდგას კედლიდან 1,5-2 მ მანძილზე, 800-830 დახრის კუთხით;

ბ) მუხლების გამოწევა მოხდეს თანაბრად, ბიძგების გარეშე, ამასთან, გამოირიცხოს თოკის ხელზე დახვევა;

გ) კიბის გაშლისას მისი დამაგრება მოხდეს პირველი მუხლის ჩანებით, ამასთან, გამოირიცხოს ჩანზე შიდა მხრიდან ხელის შემოვლება;

დ) კიბის გაშლის დროს შენარჩუნებულ იქნეს წონასწორობა;

ე) კიბის გაშლისას შემოწმდეს ფიქსატორები.

2. გაშლილ სახანძრო კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა დასაშვებია, თუ:

ა) საჩერებელი ლილვაკის მუშტა დაეყრდნობა გასაშლელი კიბის მუხლის საფეხურს;

ბ) შენობა-ნაგებობაზე მიყუდებულ გასაშლელ კიბეს იჭერს მეხანძრე-მაშველი პირველი მუხლის ჩანებით;

გ) კიბის მუხლის არანაკლებ ორი საფეხური სცდება შენობის ლავგარდანს, ფანჯრის რაფას.

3. გასაშლელი სახანძრო კიბით მუშაობისას:

ა) იგი უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, რომ დახრის ან ვარდნის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ელექტრო და სხვა დანიშნულების ქსელის ხაზებთან შეხება. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში გასაშლელი კიბის დადგმა-აღებისას საჭიროა სამი ადამიანის გამოყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოების დასრულებამდე რჩება კიბის ძირში ამსვლელების დასაზღვევად და გაშლილი კიბის ვარდნისაგან დასაცავად;

ბ) ლითონის სახურავზე გასაშლელი კიბის მიყუდება შესაძლებელია მხოლოდ ობიექტის გაუდენურების შემდეგ.

4. საიერიშო და გასაშლელი კიბის გამოყენებით მუშაობის შემსწავლელი ვარჯიშების ჩატარებისას სასწავლო კოშკის სართულების ბაქნებზე უნდა გამოიყოს შემადგენლობა, შემსწავლელთათვის დახმარების გასაწევად. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწავლების ხელმძღვანელი პირადად შეამოწმებს დამზღვევი მოწყობილობების, სასაწავლო კოშკის დამზღვევი ბალიშების მდგომარეობას და ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს სართულებზე გამოყოფილ პირებს.

5. სწავლებაზე ან ხანძარზე მუშაობის დროს:

ა) დაუშვებელია გასაშლელი კიბის ერთ მუხლზე, აგრეთვე, საიერიშო კიბესა და ჯოხ-კიბეზე ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანის ასვლა-ჩამოსვლა;

ბ) გასაშლელ ან საიერიშო კიბეზე ლულით ან აღჭურვილობით მუშაობისას მეხანძრე-მაშველის დამაგრება უნდა მოხდეს სახანძრო-სამაშველო კარაბინით კიბის საფეხურებზე.

6. მეხანძრე-მაშველების მიერ პირველდაწყებითი მომზადების გავლის პერიოდში საიერიშო კიბის გამოყენებით მუშაობა დამზღვევი მოწყობილობების გამოყენების გარეშე დაუშვებელი