1. დანაყოფის სათავსში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 18°C. კედლები უნდა იყოს ღია ფერის, იატაკი ხის, ხოლო სხვა სათავსებში – ბეტონის ან რკინაბეტონის.

2. ჩამოსასრიალებელი ბოძის ძირში, იატაკზე, უნდა იყოს დაფენილი არანაკლებ 1 მ. დიამეტრის მსუბუქი მკვრივი ლეიბები ჩამოხტომის შესამსუბუქებლად.

3. ჩამოსასრიალებელი ბოძის კაბინას უნდა ჰქონდეს რბილი შუასადებებიანი, ღრეჩოებში შემჭიდროვებული, კარგად მორგებული კარი ავტოსადგომიდან გამონაბოლქვი აირების შეღწევის პრევენციისთვის. კარი უნდა იღებოდეს შიგნით და ქონდეს კარის ღია და დახურულ მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობები.

4. მორიგე ცვლის სათავსების რემონტის დროს აკრძალულია ჩამოსასრიალებელი ბოძის დიამეტრის შეცვლა, მკვრივი ლეიბების აღება ბოძის ძირიდან და კაბინის კარის ღია მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობების დემონტაჟ