1. ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე შექმნილი ვითარებიდან და გადასარჩენი ადამიანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია განსაზღვროს ადამიანის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის წესი და ხერხები, მიიღოს ზომები ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან მათ დასაცავად.

2. სიმაღლიდან ადამიანთა და ქონების გადასარჩენად გამოიყენება სტაციონარული და გადასატანი ხელის სახანძრო კიბეები, ავტოკიბეები და სახანძრო ავტოამწე, მაშველი თოკები და სახელოები, პნევმატური სამაშველო მოწყობილობები და სხვა ხელსაწყოები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი გამოცდა საიმედოობასა და გამართულობაზე.

3. გადარჩენისა და თვითგადარჩენის მოქმედებების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშველი თოკის სიგრძე საკმარისია მიწაზე დასაშვებად, მაშველი მარყუჟი საიმედოდ არის დამაგრებული გადასარჩენ ადამიანზე, ხოლო მაშველი თოკი სწორად დახვეული სახანძრო/სამაშველო კარაბინზე და საიმედოდ დამაგრებული შენობა-ნაგებობის კონსტრუქციაზე.

4. აკრძალულია გადარჩენისა და თვითგადარჩენისათვის სველი ან ძლიერ ნოტიო მაშველი თოკების, აგრეთვე, არამიზნობრივი თოკების გამოყენება.

5. ავტოკიბის ლიფტის კაბინით ადამიანთა აყვანა-ჩამოყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური გამორთვის ელექტროქსელი და სიგნალიზაცია გამართულ მდგომარეობაშია. ხმოვანი სიგნალის ჩართვისას სახანძრო ავტოკიბის ლიფტის კაბინის მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და დაუბრუნდეს საწყის პოზიციას. ადამიანთა რაოდენობამ (ტვირთის მასამ) ლიფტის კაბინაში არ უნდა გადააჭარბოს ავტოკიბის ექსპლუატაციის ინსტრუქციით დადგენილ სიდიდეს (წონას