1. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დაიშვება მეხანძრე-მაშველი, რომელმაც გაიარა სწავლების სპეციალური კურსი ნაკეთობის ქარხანა-დამამზადებელის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ხელახალ ტექნიკურ დათვალიერებას და გამოცდას ახორციელებს დანაყოფის შესაბამისი უფლებამოსილი პირი მისი ექსპლუატაციაში მიღების, შეკეთების და ყოველი გამოყენების შემდეგ, ხოლო აღნიშნულის შემდეგ – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.

3. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობით დაშვება უნდა განხორციელდეს მდორედ, ბიძგების გარეშე, ქარხანა-დამამზადებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სქემით. მოწყობილობის გამოყენების ტაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მოწყობილობის ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური პასპორტის მოთხოვნებს.

4. აკრძალულია:

ა) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის დაშლა;

ბ) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია, თუ ლუქები ჩამოგლეჯილია, აღმოჩენილია გაუმართაობები ან დეფორმირებულია მუშა ნაწილები;

გ) შეუმოწმებელი და გაცვეთილი ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია;

დ) ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი სახანძრო-სამაშველო ქამრით;

ე) დაშვების სწავლება დაზღვევის გარეშ