1. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობა გამოიყენება შენობა-ნაგებობაში ხანძრების ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ადამიანთა სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში დაცემის შესამსუბუქებლად, როდესაც ადამიანთა გადარჩენის სხვა ხერხების და საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

2. დანაყოფში პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის ექსპლუატაცია, შენახვა და შეკეთება ხორციელდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

3. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის გამოყენება აკრძალულია:

ა) არადანიშნულებისამებრ;

ბ) მეხანძრე-მაშველების მიერ ვარჯიშის ჩასატარებლად;

გ) მისი გაცვეთისას ან მოხმარების ვადის გასვლისას;

დ) დაზიანებისას.

4. პნევმატური სახტომი სამაშველო მოწყობილობის გამოყენებისას აკრძალულია მისი გრუნტზე დაგდება, აგრეთვე, შტუცერზე შეერთებული შლანგის დატოვება მოწყობილობის დატუმბვის შემდეგ.

თავი III

სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის მოთხოვნე