1. ტექნიკური მომსახურების საგუშაგო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და მუშაუნარიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ჩასატარებლად.

2. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს, როგორც წესი, აქვს სახელოსნო, დასათვალიერებელი ორმო, საპოხი მასალების საწყობები და საკუჭნაო. აღნიშნული სათავსები შეიძლება ემიჯნებოდეს უშუალოდ ავტოფარეხს ან განლაგებული იყოს ცალკე, მაგრამ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგოსთან ახლოს.

3. დასათვალიერებელი ორმო უნდა მოეწყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და პასუხობდეს დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

4. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს საკუჭნაო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, მოწყობილობების, სამარჯვებისა და საექსპლუატაციო მასალების შესანახად. საკუჭნაოში უნდა მოეწყოს თაროები და კარადები, რომლებიც გამოიყენება სათადარიგო ნაწილების, იარაღებისა და საექსპლუატაციო მასალების ცალ-ცალკე შესანახად.

5. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების რეცხვისა და დასუფთავების საგუშაგო განკუთვნილია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების დასუფთავებისთვის, მათ გასარეცხად, გასამშრალებლად და გასაწმენდად. დასუფთავების საგუშაგო, როგორც წესი, თავსდება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების სადგომ სათავსში ან ცალკე. საგუშაგო აღჭურვილია სარეცხი დანადგარით, საჭირო მოწყობილობებითა და ინვენტარი