1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის შემადგენლობა საქმიანობის განხორციელებისას ატარებს სეზონის მიხედვით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს.

2. მორიგე ცვლის შემადგენლობა უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის განთავსების ადგილზე. მორიგე ცვლის შემადგენლობას შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის დატოვების უფლება აქვს ცვლის მეთაურის ნებართვით, მხოლოდ მორიგე ცვლის ორგანიზებისათვის საჭირო დავალების შესრულების მიზნით.

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ დღის განწესის დარღვევა დაუშვებელია, გარდა ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან, სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებასთან და  ცვლის მეთაურის განკარგულებით სხვადასხვა ღონისძიებაზე გასვლასთან დაკავშირებული შემთხვევებისა.

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ოპერატორის მიერ საკვების მიღების და ღამის საათებში დასვენების მიზნით, ცვლის მეთაური უზრუნველყოფს მის შეცვლას მორიგე ცვლის შემადგენლობის სხვა წევრით, რომელიც დადგენილი წესით დაშვებულია ოპერატორის მოვალეობების შესასრულებლად.

5. მორიგე ცვლის სამსახურებრივი სათავსების და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის დალაგება, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, აგრეთვე, სხვა სამეურნეო სამუშაოების განხორციელება ევალება მორიგე ცვლის შემადგენლობას.

6. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილიდან, სახანძრო-ტაქტიკური სწავლებიდან დაბრუნების შემდეგ მორიგე ცვლის რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნაში მოყვანის მიზნით, ცვლის მეთაურის კონტროლის ქვეშ და მისი უშუალო მონაწილეობით დაუყოვნებლივ ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამართვას საწვავ-საპოხი მასალით (სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალით გამართვისას გათვლის მთელი შემადგენლობა გადის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებით);

ბ) მორიგე ცვლის შემადგენლობა უზრუნველყოფს გაუმართავი სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების შეცვლას, აგრეთვე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების გამართვას ცეცხლმაქრი ნივთიერებებით. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) და შემადგენლობის სხვა მოსამსახურეები ახორციელებენ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას;

გ) ცვლის მეთაური აწვდის ინფორმაციას ოპერატორს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გათვლაში ჩაყენების და დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად მორიგე ცვლის მზადყოფნის შესახე