1. ხანძრის გაჩენის მომეტებული საშიშროების, აგრეთვე, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ან წარმოქმნის საშიშროების არსებობის შემთხვევაში, გარკვეულ ტერიტორიაზე შეიძლება დადგინდეს განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმის მოქმედების პერიოდში სახანძრო-სამაშველო დანაყოფები გადადიან საქმიანობის ორგანიზების სპეციალურ რეჟიმზე.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მორიგე ცვლის ორგანიზების სპეციალურ რეჟიმზე გადასვლისას ხორციელდება:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის სადღეღამისო მორიგეობა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში რეაგირების ძალებისა და საშუალებების გადაუდებელი ევაკუაციისათვის მომზადება;

გ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის ფასადთან გუშაგის სადღეღამისო მორიგეობა;

დ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სრულად გამართვა საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებით და ცეცხლმაქრი ნივთიერებებით;

ე) სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკაზე მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) სადღეღამისო მორიგეობა;

ვ) განგაშის სიგნალზე შემადგენლობის შეკრების შესახებ შეტყობინების წესის ამოქმედება;

ზ) განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის და საგანგებო სიტუაციის პირობებში მოსახლეობის შეტყობინების სისტემის მუშაუნარიანობის შემოწმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) გათვლებში სათადარიგო სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ჩაყენება, მორიგე ცვლების შემადგენლობით სრულად დაკომპლექტება, მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალი შემადგენლობის შეკრება;

ი) საჭიროების შემთხვევაში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეაგირების ძალებისა და საშუალებების დისლოკაციის ადგილის დროებით შეცვლა;

კ) რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვის სათადარიგო პუნქტების მზადყოფნაში მოყვანა;

ლ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობის საკვებით და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა;

მ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთკოორდინაციის წესის შეჯერებ