1. ოპერატორი უშუალოდ ემორჩილება ცვლის მეთაურს, ხოლო ოპერატიულ საკითხებში − სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს. ოპერატორი პასუხისმგებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შემოსული შეტყობინების დროულ მიღებასა და რეგისტრაციაზე, გადაცემაზე, გამოძახების ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების დროულ გაგზავნაზე.

2. დანაყოფის ოპერატორი ვალდებულია:

ა) მორიგეობის დაწყებისას დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩაიბაროს სამორიგეოში არსებული დოკუმენტაცია, ქონება და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე, შეამოწმოს ტექნიკური საშუალებების მუშაუნარიანობა მორიგეობის დაწყებისთანავე, მოახსენოს ცვლის მეთაურს გაუმართაობის აღმოჩენის შესახებ და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი კავშირის საშუალებების გაუმართაობების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 4);

ბ) დაუყოვნებლივ უპასუხოს შემოსულ ზარს;

გ) ტელეფონით გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას ზარის ინიციატორს მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დასახელების შესახებ;

დ) დადგენილი წესის თანახმად შესაბამის ჟურნალში ასახოს შეტყობინების შინაარსი და მიიღოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ზომები;

ე) იცოდეს გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარება (გასასვლელები და მისასვლელები, წყლის წყაროების მდგომარეობა, უწყლო რაიონები და სხვ.), ობიექტების ნუსხა, რომელზეც შედგენილია ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების გეგმები და ბარათები და იგზავნება სამსახურის რეაგირების ძალების და საშუალებების გამოძახების მაღალი ნომრით, აგრეთვე, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების განლაგების ადგილები;

ვ) გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას აამოქმედოს „განგაშის“ სიგნალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ზ) შეავსოს და ხელი მოაწეროს საგზურს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გამოძახების ადგილზე გასასვლელად (საგზური გაიცემა თითოეულ ავტომობილზე, ასლი რჩება საოპერატოროში);

თ) საჭიროების შემთხვევაში იქონიოს კავშირი გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან;

ი) იმ შემთხვევაში, თუ რეაგირების ღონისძიებებში ჩართული არ არის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, დაუყოვნებლივ მოიპოვოს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისული ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელისგან ხანძრის ობიექტზე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო სადენების და დანადგარების გათიშვის აუცილებლობის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი სამსახურის მიერ ელექტრო ძაბვის დროულ გათიშვას. შესაბამისი სამსახურიდან ძაბვის გათიშვის შესახებ მიღებული ინფორმაცია (ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელის და გვარის ფიქსირებით) დაუყოვნებლივ გადასცეს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელს და სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს;

კ) მიაწოდოს ინფორმაცია ცვლის მეთაურს და ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს გასვლის რაიონში ოპერატიული ვითარების შეცვლის შესახებ (გზების გადაკეტვა, გასასვლელების, გარე ხანძრსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების მწყობრიდან გამოსვლა და ოპერატიული ვითარების სხვა ცვლილებები) და გააკეთოს ჩანაწერი გასვლის რაიონში გადაკეტილი გასასვლელებისა და გაუმართავი ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების უბნების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 5);

ლ) გასვლის რაიონის საზღვრებს მიღმა მომხდარი ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ შემოსული ინფორმაცია შეატყობინოს ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს ან/და იმ დანაყოფის ოპერატორს, რომლის გასვლის რაიონშიც მოხდა ხანძარი, ასევე, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ცვლის მეთაურს;

მ) საოპერატორო სათავსში არ დაუშვას უცხო პირი, გარდა ცვლის მეთაურისა და ამ უკანასკნელის განკარგულებით დაშვებული სხვა პირისა;

ნ) იქონიოს კავშირი გამოძახების ადგილზე გასულ (გამოძახების ადგილზე მომუშავე), სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაზე მყოფ გათვლებთან. მათგან მიღებული ინფორმაცია შეიტანოს დანაყოფის შესაბამის ჟურნალში, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს ოპერატიული მართვის სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და დანაყოფის ხელმძღვანელებს დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის მითითებით დაადგინოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის გამოძახების ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური თავისებურებები, დაგაზიანების დონე, რადიაციული ფონის შესახებ საცნობარო დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამსახურების მეშვეობით;

პ) მოახსენოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელებს გათვლის ან მორიგე ცვლის რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის შესახებ;

ჟ) აამოქმედოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის შეტყობინების და შეკრების სქემა უფლებამოსილი თანამდებობის პირების განკარგულებით და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების რეჟიმების შესაბამისად;

რ) დაიცვას კავშირის საშუალებების ექსპლუატაციის, უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესები, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებ