1. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორისა და უმცროსი ინსპექტორის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების, მთაში (მთის წვერზე, ხევში, კანიონში, კლდის ციცაბო ფერდობზე, ზვავში), მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის სამუშაოების განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უშუალოდ ემორჩილებიან ცვლის მეთაურს ან/და უფროს ინსპექტორს და უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული საავარიო-სამაშველო ტექნიკა, აღჭურვილობა და მოწყობილობა;

ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და შეასრულონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისაკენ მიმართული საძიებო-სამაშველო, ასევე, ავარიის, კატასტროფის და სხვა საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული სამუშაოები;

გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობასთან, სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე, უზრუნველყონ მათი გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;

დ) მორიგეობის პერიოდში დაიცვან უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნები;

ე) საავარიო-სამაშველო, სამაშველო და საძიებო სამუშაოების ჩატარებისას განუხრელად დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების წესები.

3. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორისა და უმცროსი ინსპექტორის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) დროს ადამიანების ძებნისა და გადარჩენის საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე, დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო ზონიდან მათი უსაფრთხოდ გაყვანა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები, მორიგე ცვლაში უშუალოდ ემორჩილებიან უფროს ინსპექტორს და უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

ა) მორიგეობის დაწყებისას მიიღონ მათზე მიმაგრებული ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისათვის განკუთვნილი საავარიო-სამაშველო ტექნიკა, აღჭურვილობა და მოწყობილობა, აგრეთვე, უზრუნველყონ მათი მუდმივი მზადყოფნა;

ბ) გავიდნენ გამოძახების ადგილზე და შეასრულონ ქბრბ ინციდენტების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისაკენ მიმართული საძიებო-სამაშველო, ასევე, ავარიის, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული სამუშაოები;

გ) სრულყონ საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე და ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისათვის განკუთვნილ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობასთან, სამაშველო მოწყობილობებთან და კავშირის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე, უზრუნველყონ მათი გამართულობა და მუდმივი მზადყოფნა;

დ) დაიცვან უსაფრთხოების წესები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნებ