1. საავარიო-სამაშველო სამუშაოები ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (შემდგომ − ქბრბ) ინციდენტების დროს მოიცავს:

ა) დაზარალებულთა ევაკუაციას კონტამინირებული (დაბინძურებული) ზონიდან უსაფრთხო ზონაში;

ბ) ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული საფრთხეების შეფასების და კვალიფიკაციისათვის დაზვერვის ჩატარების უზრუნველყოფას;

გ) ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის ზონაში დეკონტამინაციის (გასუფთავება, განეიტრალება) სპეციალური ღონისძიებებების განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადგილიდან ქბრბ მასალების ტრანსპორტირებას და უსაფრთხო ადგილზე განთავსებას;

ე) რადიაციული ფონის განსაზღვრასა და რადიოაქტიური მასალების იდენტიფიკაციას, ასევე, ქიმიურად საშიში ნივთიერების პირველადი ანალიზის უზრუნველყოფას;

ვ) ქბრბ ინციდენტზე/ავარიაზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;

ზ) ნავთობის ავარიული დაღვრის ლოკალიზაციის, დაღვრილი ნავთობის შეგროვებისა და საცავებში განთავსების, ავარიის შედეგად დაბინძირებული გარემოს რეაბილიტაციის (ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური დამუშავების ხერხებით), ავარიული დაღვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა სამუშაოების განხორციელებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, ქბრბ ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს უზრუნველყოფს ხელმძღვანელ