ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოები მოიცავს:
ა) დაზარალებულთა ძებნასა და მათ გამოყვანას დაზიანებული და ცეცხლმოდებული შენობებიდან, დაგაზიანებული, დაკვამლიანებული და დატბორილი სათავსებიდან ან ნანგრევებიდან;
ბ) დანგრეული, დაზიანებული ან ჩახერგილი სათავსების გახსნას, მათში მოყოლილ ადამიანთა გადარჩენას;
გ) ჰაერის მიწოდებას ჩახერგილ სათავსებში მათში მოყოლილ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად;
დ) დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას;
ე) საშიში ზონიდან მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის ორგანიზებას;
ვ) იმ შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების გამაგრებას ან დანგრევას, რომლებსაც ემუქრება ჩამოშლის საშიშროება და აფერხებენ სამუშაოების უსაფრთხო ჩატარება