1. ავტორიზებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს რადიოლოგიური ავარიებისა და ინციდენტების დროს მზადყოფნას და რეაგირებას, ვეტერინარულ რ/დანადგარებთან და/ან ღია რადიოაქტიურ წყაროებთან მუშაობისას.
2. რადიაციულ ინციდენტად ითვლება:
ა) დახურული რადიოაქტიური წყაროს ჰერმეტულობის წესის დარღვევა;
ბ) დალუქული რადიოაქტიური წყაროს მოხვედრა ცხოველის სხეულში ან ვეტერინარულ რ/დანადგარში;
გ) ღია რადიოაქტიური წყაროს, Tc-99 გენერატორის შეფუთვის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერსონალის და/ან მოსახლეობის დასხივება ან გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების რისკი;
დ) ღია რადიოაქტიური ხსნარის დაღვრა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობების, ვეტერინარული დანადგარების, პერსონალის და/ან მოსახლეობის რადიოაქტიური დაბინძურება;
ე) ცხოველისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა ბირთვული მედიცინის პროცედურის მიმდინარეობისას ან პროცედურის დამთავრებიდან მცირე დროის შემდეგ;
ვ) ვეტერინარული რ/დანადგარების ან/და ღია რადიოაქტიური წყაროების შემცველ შენობებში ან საცავებში მომხდარი ბუნებრივი, ტექნიკური, ეკოლოგიური, სოციალური და (ან) სხვა ექსტრემალური მოვლენები.
3. ვეტერინარ – ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ყველა შემთხვევაში, რადიოლოგიური ინციდენტის ან ავარიის მიზეზებისა და გარემოებების შეფასება და გამოკვლევა რადიოლოგიურ ინციდენტში ან ავარიაში მონაწილე ყველა პერსონალთან ერთად (მათი მონაწილეობით) და აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოს.
4. წელიწადში ერთხელ ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის ორგანიზება იმ პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ I, II და III კატეგორიის რადიოაქტიურ წყაროებთან რადიოლოგიური ინციდენტების ან რადიოლოგიური ავარიების შედეგების თავიდან ასაცილებლა