ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია:

ა) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ (რამდენად უსაფრთხოა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შეწყვეტა და რა ღონისძიებები განხორციელდა);

ბ) დაწესებულ შეზღუდვებთან ადაპტირების, ცალკეული დაცვითი ღონისძიებების გაგრძელების ან ახალი დაცვითი ღონისძიებების განხორციელების საჭიროების შესახებ;

გ) ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის ცვლილების შესახებ, ამგვარი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

დ) თვითდახმარების სავარაუდო ვერსიების შესახებ;

ე) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შეწყვეტის შემდეგ გარემოსა და ინდივიდუალური მონიტორინგის გაგრძელების საჭიროების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მომსახურებისა და სამუშაო ადგილის აღდგენისათვის სამუშაოების გაგრძელების საჭიროების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ჯანმრთელობისათვის არსებული რადიოლოგიური საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დასხივების ახალ სიტუაციასთან (არსებული დასხივების სიტუაცია ან გეგმური დასხივების სიტუაცია