1. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების საფრთხის არსებობის ეტაპზე, განგაშის გამოცხადებამდე, შესაბამისმა სუბიექტებმა მოსახლეობას უნდა მოუწოდონ, თვალყური ადევნონ კომუნიკაციის კონკრეტულ საშუალებებსა და მიიღონ ინფორმაცია.
2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეტაპზე მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია:
ა) განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის სახეობისა და მისი მახასიათებლების (წარმოშობის კერა, ფარგლები და სავარაუდო განვითარება) შესახებ, შესაძლებლობისამებრ;
ბ) დამცავი ღონისძიებების შესახებ, რაც, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის სახეობის შესაბამისად, შეიძლება მოიცავდეს:
ბ.ა) შეზღუდვას, მოიხმარონ გარკვეული კატეგორიის საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტი სავარაუდო რადიოაქტიური დაბინძურების გამო;
ბ.ბ) ჰიგიენისა და დეკონტამინაციის საბაზისო წესებს;
ბ.გ) შენობაში დარჩენისა და გარეთ გასვლისაგან თავის შეკავების რეკომენდაციას;
ბ.დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დარიგებასა და გამოყენებას;
ბ.ე) ევაკუაციისათვის საჭირო ღონისძიებებს;
გ) პასუხისმგებელი სუბიექტების შესახებ;
დ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციით გამოწვეული სხივური დაავადების სიმპტომების შესახებ;
ე) იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება მიმართონ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში;
ვ) დამცავ ზომებში ნებისმიერი ცვლილების ან ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შესახებ.
3. საჭიროების მიხედვით, დამატებით უნდა მოხდეს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების სპეციალური გაფრთხილება.
4. პასუხისმგებელმა უწყებებმა შეიძლება მოუწოდონ მოსახლეობას, ითანამშრომლონ მათთან და მიჰყვნენ მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებ