1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნის ეტაპზე მოსახლეობას უნდა მიეწოდოს შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:
ა) მაიონებელი გამოსხივების, ადამიანსა და გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების შესახებ ძირითადი ინფორმაცია;
ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ტიპები და მათი გავლენა ზოგადად მოსახლეობასა და გარემოზე;
გ) ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში მოსახლეობის გასაფრთხილებლად, დასაცავად და დასახმარებლად;
დ) სათანადო ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა განახორციელოს მოსახლეობამ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.
2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნის ეტაპზე მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ეფექტიანობის თვალსაზრისით, პერიოდულად უნდა გადაიხედოს პასუხისმგებელი სუბიექტების მიე