1. სათავსები უნდა განთავსდეს შენობის იზოლირებულ ნაწილში ან სპეციალიზებულ რადიოლოგიურ/ვეტერინარულ სათავსში, დაპროექტებული და აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური პროცესის თანმიმდევრობის შესაბამისად.
2. სათავსის ზედაპირები (კედლები, იატაკი, ჭერი, კარები და ა.შ.), უნდა იქნეს დაფარული არაფოროვანი, სითხეგაუმტარი მასალისგან, რომელიც ადვილად გაიწმინდება და მოხდება მისი დეზინფექცია. საჭიროების შემთხვევაში, შენობის იატაკი უნდა იყოს დაფარული სითხის მშთანთქმელი მასალებით (მაგალითად, ჩალა, ნახერხი, ხის ნამსხვრევები და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს რადიონუკლიდებით დაბინძურებული ცხოველის მიერ გამოყოფილი ექსკრემენტების, შარდის ან სხვა ფიზიოლოგიური სითხეების შეგროვებას.
3. იმ შენობებში, სადაც დაგეგმილია ბირთვული მედიცინის პროცედურების ჩატარება, შემაერთებელი ადგილები იატაკსა და კედლებს შორის, უნდა იყოს ჰერმეტული.
4. პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო ფართი, უნდა იყოს საკმარისი, ვეტერინარული დანადგარების (მაგალითად: გამა კამერა, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET, PET/CT, SPECT/CT) და ერთფოტონიანი ემისიური ტომოგრაფია (SPECT, SPECT/CT) და ა.შ., ცხოველების ტრანსპორტირებისა და მათი გადასაყვანი მოწყობილობების: გალიების ან სხვა კონტეინერების) განთავსებისთვის; აუცილებელია ბირთვული მედიცინის პროცედურების ჩატარება განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს პერსონალისა და დამხმარე პირების რადიაციული უსაფრთხოება.
5. თითოეული ტიპის რადიონუკლიდთან მუშაობისთვის გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი დანადგარი. საკონტროლო ზონაში დანადგარები მონიშნული უნდა იყოს შესაბამისი რადიონუკლიდების ტიპის მიხედვით.
6. განყოფილების გასასვლელში, უნდა მოხდეს კონტროლი გასული ცხოველების, გატანილი ნივთებისა და ყველა იმ პერსონალის რადიოაქტიურ დაბინძურებაზე.
7. განყოფილებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ავტონომიური შემწოვ-გამწოვი სავენტილაციო სისტემა.
8. თითოეულ სამუშაო ადგილს უნდა ჰქონდეს სათავსები ან კონტეინერები მყარი და თხევადი რადიოაქტიური ნარჩენებისთვის. ამ სათავსების ან კონტეინერების შიდა ზედაპირები უნდა იყოს გლუვი და ადვილად დეკონტამინირებადი.
9. საკონტროლო ზონა უნდა მოიცავდეს:
ა) სპეციალურ შესანახს, სადაც ინახება რადიოაქტიური წყაროები (მაგალითად, Tc-99 გენერატორები, დახურული რადიოაქტიური წყაროები და ა.შ.);
ბ) ოთახს, სადაც მზადდება რადიოფარმაცევტული საშუალებები;
გ) ოთახს, სადაც რადიოფარმაცევტული საშუალებების შეყვანა ხდება ცხოველებში;
დ) სპეციალურად გამოყოფილ მოსაცდელს, სადაც ცხოველების დაყოვნება მოხდება რადიოფარმაცევტული საშუალებების შეყვანის შემდეგ;
ე) სათავსოს, სადაც ბირთვული მედიცინის პროცედურები ტარდება ცხოველებზე (in vivo);
ვ) ოთახს, სადაც ჩატარდება ლაბორატორიული ტესტები (in vitro);
ზ) შესანახ ოთახს, სადაც დროებით ინახება რადიოაქტიური ნარჩენები ან რადიონუკლიდებით დაბინძურებული ნივთები;
თ) ვეტერინარული რ/დანადგარების მართვისა და საკონტროლო ოთახების განთავსების დაკვირვების ზონას;
ი) საკონტროლო ზონის შესასვლელთან დამონტაჟებულ საშხაპეს, რადიოაქტიური დაბინძურების მოსაშორებლად იმ პერსონალისთვის, რომლებიც ტოვებენ ამ ტერიტორიას მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროებთან მუშაობის დასრულების შემდეგ ან რადიოლოგიური ავარიის შემთხვევაში; აგრეთვე უნდა იქნეს გამოყოფილი ოთახი ან სათავსი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესანახად და ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი პერსონალისთვის.
10. ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონის მონიშვნა ISO სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ:
ა) შენობების შესასვლელები (რადიოფარმპრეპარატების მისაღები, ვიზუალიზაციის ოთახები, სამუშაო ხსნარის დასამზადებელი ოთახები, რადიოაქტიური წყაროების შესანახი და ა.შ.), სადაც იგეგმება ან განხორციელდება პროცედურები;
ბ) ოთახები, სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროების მომზადება (შეფუთვა);
გ) ლაბორატორიული ჭურჭელი და სამუშაო ხელსაწყოები (კოლბები, ლაბორატორიული ჭიქები, უჯრები და სხვ.), რომლებშიც ინახება ან რომლებშიც (ან რომლებზედაც) მზადდება მაიონებელი გამოსხივების ღია წყაროები;
დ) რადიოაქტიური წყაროების დროებითი ან მუდმივი შესანახი სათავსები (მაცივრები, რადიოაქტიური წყაროების ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი ყუთები, ლითონის კარადები, სეიფები და ა.შ.);
ე) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი ავზები და კონტეინერები;
ვ) ცხოველთა გალიები ან სხვა კონტეინერები ცხოველებისთვის, რომლებმაც გაიარეს ბირთვული მედიცინის პროცედურებ