1. მომუშავე კომპრესორები და ტუმბოები უნდა იყოს მომსახურე პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
2. კომპრესორებისა და ტუმბოების ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ გამორთულია ან მწყობრიდან გამოსულია ავტომატიკა მათზე, საავარიო ვენტილაცია ან ბლოკირება გამწოვი სისტემის ვენტილატორებთან.
3. გაზის წნევა კომპერსორის საჭირხნ მილყელში არ უნდა აღემატებოდეს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის კონდენსაციის წნევას დაჭირხნის ტემპერატურაზე.
4. კომპრესორები და ტუმბოები ავარიულად უნდა გამოირთოს:
ა) გაჟონვებისა და გამომრთველი მოწყობილობის უწესივრობისას;
ბ) ვიბრაციების, არადამახასიათებელი ხმაურისა და კაკუნისას;
გ) საკისრებისა და საჩობლო შემჭიდროვების მწყობრიდან გამოსვლისას;
დ) ზეთისა და წყლის პარამეტრების დასაშვები ზღვრებიდან გამოსვლისას;
ე) ელექტროამძრავისა და ამამუშავებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას;
ვ) მექანიკური გადაცემებისა და ამძრავების უწესივრობისას;
ზ) გაზის წნევის გადახრისას დასაშვები ზღვრებიდან შესავალ და გამოსავალ მილყელებში.
5. სადგურების (პუნქტების) სატუმბო-საკომპრესორო განყოფილებებში სარემონტო სამუშაოების დროს, აგრეთვე გაზსაშიში სამუშაოების წარმოებისას საწარმოო ზონაში გამორთული უნდა იყოს კომპრესორები და ტუმბოებ