1. სავენტილაციო სისტემებზე შედგენილი უნდა იყოს საექსპლოატაციო რეესტრი. თითოეულ პასპორტში მოცემული უნდა იყოს სისტემის მწარმოებლურობა, მისი სქემა, ვენტილატორისა და ელექტროძრავას მახასიათებლები და ტიპი, ცნობები რემონტისა და გამართვის შესახებ.

2. ყველა ცვლილება სავენტილაციო სისტემების კონსტრუქციაში შეიტანება პროექტის საფუძველზე.

3. სავენტილაციო სისტემებმა წელიწადში ერთხელ მაინც, აგრეთვე, კაპიტალური რემონტისა და გამართვის  შემდეგ და ჰაერის ანალიზის არადამაკმაყოფილებელი  შედეგებისას უნდა გაიაროს შემოწმება.

თავი X

ლითონების გაზის ალით დამუშავება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გამოყენებ