1. მფლობელმა და გაზის მიმწოდებელმა საწარმომ, რომლებიც შენობის საინჟინრო მოწყობილობას უწევენ ტექნიკურ მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ:

ა) სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემების, მათ შორის, ლითონის შემაერთებელი მილების, კვამლსადენების სათავსების მდგომარეობის დროული შემოწმება;

ბ) შეტყობინების დაუყოვნებლივი გადაცემა გაზის მიმწოდებელი საწარმოსადმი გაზხელსაწყოების გამორთვის აუცილებლობის შესახებ კვამლსადენების უწესივრობისა და ახალი ხელსაწყოების დამონტაჟების წესების დარღვევის გამოვლენისას;

გ) პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებ