1. გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმის დადგენა ხდება პროექტის შესაბამისად.
2. სამრეწველო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების, საცხოვრებელი შენობების გაზმარეგულირებელი დანადგარების გამართვის პარამეტრები განისაზღვრება პროექტით და ზუსტდება გაზის გაშვების სამუშაოების დროს.
3. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამუშაოები, რომლებიც სრულდება ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერების (შემოვლის), ტექნიკური მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დროს, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
4. ჰაერის ტემპერატურა გაზმარეგულირებელი სადგურებისა და პუნქტების სათავსებში განისაზღვრება პროექტით, გამოყენებული მოწყობილობის კონსტრუქციისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მიხედვით, დამამზადებელი ქარხნების პასპორტების შესაბამისად.
5. გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის შენობაზე გარედან, კარადისებრ მარეგულირებელ პუნქტზე და გაზმარეგულირებელი დანადგარის შემოღობვაზე უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები „ცეცხლსაშიშია – გაზი